Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან
17-09-2012
 №10 - საარჩევნო ბლოკი - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”
03-09-2012
№ 41 - საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება"

03-09-2012
№ 24 – პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები”

03-09-2012
№ 5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

02-09-2012
იხილეთ, სხვა პოლიტიკური პარტიების პროგრამები

     არქივი

კლიმატის ცვლილება და საადაპტაციო ღონისძიებები

საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, რელიეფით, ჰიდროგრაფიული ქსელით  და გარემო პირობებით, მოწყვლადია როგორც ბუნებრივი (მიწისძვრა, მეწყერები, ღვარცოფები,  გვალვები, ზვავები და წყალდიდობები), ისე ანთროპოგენული კატასროფებისადმი (სატრანსპორტო და საწარმოო ავარიები). ამას ემატება ბუნებრივ რესურსებზე მაღალი ანთროპოგენული ზეწოლა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირებისთვის. ბოლო წლებში გახშირებული სტიქიური მოვლენების მიზეზები აგრეთვე უნდა ვეძიოთ კლიმატის გლობალურ ცვლილებაში[52]. კვლევებით დასტურდება, რომ კლიმატის ცვლილებას უკვე ადგილი აქვს სამხრეთ კავკასიაში და ის გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით[53].  

პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგად 2050 წლისთვის საქართველოში ტემპერატურის საშუალო  მატება ნავარაუდევია 0.9-1.9 С0-ით, ხოლო 2100 წლისთვის 4.1-5.5 С0-ით. ამასთან, ნავარაუდევია სითბური ტალღების სიხშირისა და ოდენობის ზრდა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლილება, გაუდაბნოება და მიწის რესურსების შემდგომი დეგრადაცია, ზღვის დონის აწევა და  სხვა ექსტრემალური  მოვლენების  გახშირება,  რაც ქმნის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების სასწრაფოდ გატარების აუცილებლობას[54]. ამასთან დადგენილია კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მოწყვლადი ადგილები: შავი ზღვის სანაპირო ზოლი (იწევს ზღვის დონე და იზრდება შტორმული მოდინებების სიხშირე და სიმძლავრე; ამას, ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ემატება მდ. რიონის ადიდებით გამოწვეული პრობლემები), ქვემო სვანეთი - ლენტეხი (ნიადაგის ეროზიის გაძლიერება და სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნები, მეწყერები, ზვავები დიდთოვლობა, წყალდიდობა) გახშირება) და დედოფლისწყარო - ალაზნის აუზი (მიმდინარეობს გაუდაბნოების პროცესი)[55].

არემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და მასშტაბი. 1995-2008 წლებში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად საქართველომ 1.3 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი განიცადა[56], სტიქიის შედეგად დაზარალდა 700 ათასამდე ადამიანი, მსხვერპლთა რაოდენობამ კი, 1000-ს მიაღწია[57]. უკანასკნელ წლებში მეწყერებისა და ღვარცოფების სიხშირის ზრდა განპირობებულია სეისმური აქტივობის გაძლიერებით, ადამიანის ანთროპოგენული ზემოქმედების ზეგავლენით (დასახლებების და მიწის უსისტემო ათვისება, სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა, ტყეების გაჩეხვა და გამეჩხერიანება) და კლიმატის გლობალური ცვლილებებით[58].

გეოლოგიური ხასიათის სტიქიური მოვლენებიდან ყველაზე ხშირია წყლისმიერი ეროზიული პროცესები, მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენები, რომელთა რაოდენობა იზრდება. 2009 წელს დაფიქსირდა მეწყერულ-გრავიტაციული მოვლენებით დაზარალებული ან მოსალოდნელი გააქტიურების ქვეშ მყოფი 53 ათასი უბანი, რაც ორიათას დასახლებულ პუნქტსა და სატრანსპორტო ინფრატრუქტურის 25-30%-ს იკავებს. ღვარცოფებისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100 მლნ აშშ დოლარამდეა, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ მსხვერპლზე[59].

სანაპირო ზონა წარმოადგენს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლად სისტემას საქართველოში.  მისი წარეცხვა, რომელიც  ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო,  პრობლემებს უქმნის გაგრის, ახალი ათონის, ოჩამჩირის, ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის და ადლიის მონაკვეთებს, სადაც 1992 წლამდე ხელოვნურად შეჰქონდათ ნატანი პლიაჟის  ფორმირებისთვის. განსაკუთრებით სენსიტიურია მდ. რიონისა და მდ. ჭოროხის დელტები, სადაც ანთროპოგენული ზემოქმედება ერწყმის ზღვის დონის აწევის და კლიმატის ცვლილების პროცესს.

მაგალითად, 2005-2007 წლებში ზღვამ მიიტაცა ადლიის შიდა საავტომობილო ტრასა და უშუალო საფრთხე შეუქმნა ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ზოლს. 2007 წლის თებერვალში ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის მიერ რეკომენდირებულ იქნა  მდ. ჭოროხიდან ამოღებული მასალის განლაგება ეროზირებული სანაპიროს ტერიტორიაზე და გარემოსდაცვითი შეფასებისა და წინასწარი კვლევების ჩატარება სანაპირო ზოლის მდგარდი ხანგრძლივვადიანი აღდგენის გეგმის შესამუშავებლად[60]. ასეთი გეგმა დღემდე არ შემუშავებულა.  

2015 წლისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების ამოქმედებით 83%-ით შემცირდება მდ. ჭოროხით ნატანის ტრანსპორტირება შავ ზღვაში. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მდ. ჭოროხზე და მდ. აჭარისწყალზე დაგეგმილია საქართველოშიც. საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, აღარც არსებული ნატანის ჩატანა მოხდება შავ ზღვაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ზეგავლენას შავი ზღვის სანაპიროზე[61].

ქ. ფოთში 1925 წლიდან 2009  წლამდე წყლის დონემ 0,7მ-ით აიწია. ეს საფრთხეს უქმნის ფოთს, რომელიც მდებარეობს მდ.რიონის დონის დაბლა 1.5-2 მ-ით. 1920-იანი წლებიდან დღემდე შტორმებისა და ანთროპოგენური ჩარევის შედეგად, ზღვამ მიიტაცა 3.5 კმ სიგანის სანაპირო, რომლის დიდი ნაწილი იპოდრომს, საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეკავა. ნავარაუდევია, რომ უახლოეს მომავალში (2030-2050 წ.წ.) შტორმების მოსალოდნელი გახშირებისა და ზღვის დონის კიდევ 0.2-0.3 მ-ით მატების შემთხვევაში, შტორმული მოდენები კატასტროფული შედეგების მომტანი გახდება. 

ამავე უბანზე მკვეთრია სედიმენტაციის გააქტიურება (მდ. რიონი იკვებება მყინვარული ჩამონადენით), რის შედეგადაც გაძლიერდა მდინარის ორივე კალაპოტის (ფოთის არხი, ნაბადა) მოსილვა, რამაც უფრო შეასუსტა მათი გამტარუნარიანობა. მდ. რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალა, ძირითადად, ჩრდილოეთ სანაპიროზე ილექება და ხმელეთი ზღვაში იჭრება; მაშინ, როდესაც ფოთის სამხრეთით ზღვამ უკვე, დაახლოებით, 600 ჰა ფართობის ტერიტორია მიიტაცა[62].

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიზრდება გვალვების ხანგრძლივობა და ინტენსივობა; შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა წყალზე. ამასთან, დასავლეთ საქართველოს გარდა, მთელ სამხრეთ კავკასიაში, ნავარაუდევია სულ მცირე 10-40% დინების კლება ძირითად მდინარეებზე. წყლის რესურსების კლებამ, შესაძლოა, ასევე, გაზარდოს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რისკი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ტრანსსასაზღვრო მდინარეებს, როგორიცაა, ალაზანი, ხრამი-დებედა და მტკვარი. პროგნოზის თანახმად, ალაზანში წყლის დონის კლება ნავარაუდევია სულ მცირე 26-35%-ით, ხოლო ხრამი-დებედაში - 45-65%-ით[63].

ყურადსაღებია, რომ დედოფლისწყაროს რაიონში, ქარისმიერი ეროზიის შედეგად, 1986 - 2006 წლებში, ჰუმუსის შემცველობამ დაიკლო 7.5-დან 3.2%-მდე, თითქმის ორჯერ დაეცა ნიადაგის ნაყოფიერება, საშუალო წლიური ტემპერატურა კი, გაიზარდა 0,6 С0-ით, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა სარწყავი წყლის გამოყენება. პროგნოზის თანახმად, რეგიონში ნალექების მნიშვნელოვანი შემცირება, უახლოეს პერიოდში, გაზრდის ადგილობრივი კლიმატის არიდულობას და აქაურ ნახევრადარიდულ ლანდშაფტებს ნახევარუდაბნოდ და უდაბნოდ გადააქცევს. შესაბამისად, 2100 წლისთვის, დედოფლისწყაროს რაიონში ირიგაციაზე მოთხოვნა  გაიზრდება ზამთრის ხორბალზე  114 %-ით, საძოვრებზე -  82%-ით და მზესუმზირაზე -  50%-ით[64].

ამჟამად, გაერ-ოს დახმარებით, მიმდინარეობს ეროვნული საადაპტაციო მოქმედებათა გეგმის მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა, საქართველოს არ გააჩნია კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა; ეს კი, ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საადაპატაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას.

--------------------------------------

 

[52] 2007-2009 წლების საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ. სამუშაო ვერსია. ხელმისაწვდომია: http://soegeorgia.blogspot.com/p/blog-page_15.html

[53] ENVSEC, 2011. Regional Climate Change Impacts Study for the South Caucasus Region. ხელმისაწვდომია: http://envsec.org/publications/cc_report.pdf

[54] იგივე წყარო.

[55] გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ მეორე ეროვნული შეტყობინება, 2010.

[56] 2007-2009 წლების საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ. სამუშაო ვერსია. ხელმისაწვდომია: http://soegeorgia.blogspot.com/p/blog-page_15.html

[57] იგივე წყარო.

[58] საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სისტემების მოწყვლადობა და ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ. ხელმისაწვდომია: http://moe.gov.ge/files/Klimatis%20Cvlileba/Adaptacia/4.1._საქართველოს_მოწყვლადობა_და_ადაპტაცია_კლიმატის_ცვლილების_მიმართ.pdf

[59] იგივე წყარო.

[60] იხ. www.eia.nl

[61]  მდ. ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ხელმისაწვდომია: www.aarhus.ge

[62] საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სისტემების მოწყვლადობა და ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ http://moe.gov.ge/files/Klimatis%20Cvlileba/Adaptacia/4.1._საქართველოს_მოწყვლადობა_და_ადაპტაცია_კლიმატის_ცვლილების_მიმართ.pdf

[63] იგივე წყარო.

[64] ENVSEC, 2011. Regional Climate Change Impacts Study for the South Caucasus Region. ხელმისაწვდომია: http://envsec.org/publications/cc_report.pdf

 


საპარლამენტო არჩევნები 2012
19-09-2012
გთხოვთ იხილოთ, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ მომხადებული საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის - გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი! 

18-09-2012
რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს გარემოს დაცვის კუთხით. წყარო: ნეტგაზეთი

15-09-2012
„ქართული ოცნება“ გენმოდიფიცირებული თესლის და პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვას გეგმავს. წყარო: კომერსანტი

14-09-2012

"საქმე" - ენერგეტიკული საკითხები საარჩევნო პროგრამებში . წყარო: პალიტრა TV
 

14-09-2012
„მწვანე ალტერნატივა“ თემაზე - „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ დისკუსიას გამართა. წყარო: საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’

14-09-2012

მწვანე ალტერნატივის კონფერენცია. წყარო: Myvideo.ge
 

14-09-2012
დისკუსია თემაზე ,,ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". წყარო: საინფორმაციო პორტალი News.ge

     არქივი
ინტერვიუები
27-09-2012
ინტერვიუ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანთან ალექსანდრე შალამბერიძესთან. ვრცლად
21-09-2012
ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერთან, სერგო ჯავახიძესთან ვრცლად
14-09-2012
ინტერვიუ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გელა კვაჭანტირაძესთან. ვრცლად
07-09-2012
ინტერვიუ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გენერალური მდივანთან ლევან ვეფხვაძესთან ვრცლად
05-09-2012
ინტერვიუ „მწვანეთა პარტიის“თავმჯდომარესა და კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ გია გაჩეჩილაძესთან
ვრცლად
03-09-2012
 ინტერვიუ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთა საბჭოს წევრთან და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მანანა ნაჭყებიასთან. ვრცლად
22-08-2012
ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურ მდივანთან კახა ძაგანიასთან
ვრცლად
     არქივი
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe