Independent Forest Monitoring




პარტიები გვპირდებიან
25-05-2010
პოლიტიკური გაერთაინება "სახალხო დემოკრატები": საარჩვენო პროგრამა
20-05-2010
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები": თბილისელთა დასაქმების პროგრამა
20-05-2010
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები": დასაქმების პროგრამა
19-05-2010
საარჩევნო ბლოკი ეროვნული საბჭო: ეროვნული თვითმყოფადობის შესახებ
19-05-2010
საარჩევნო ბლოკი ეროვნული საბჭო: განათლების რეფორმა
     არქივი

 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• ბოლო დროს გატარებული რომელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებები მიაჩნია საქართველოს ტყეების საზიანოდ ან სასიკეთოდ?

• რას გააკეთებს ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად?

• რა კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდოდა საქართველოს ტყეების შენარჩუნებისა და რაციონალური/მდგრადი გამოყენების ხელშესაწყობად?

• რას გააკეთებს საქართველოში შემორჩენილი მაღალი გარემოსდაცვითი (კონსერვაციული) ღირებულების ტყეების შესანარჩუნელად?

• რას გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ შემცირდეს ტყით დაფარული ფართობები და არ დავემსგავსოთ მეზობელ ქვეყნებს?

• უნდა დარჩეს, თუ არა საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში? რას ფიქრობს ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე?

• უნდა გადაეცეს, თუ არა ტყეები ადგილობრივ თვითმმართველობებს სამართავად?

• რას გააკეთებს სატყეო სექტორიდან მიღებული სარგებლის სამართლიანად გადასანაწილებლად?

• რას გააკეთებს დაინტერესებული საზოგადოების/მოსახლეობის ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად ტყეებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას?

! სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები შეადგენს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს. ამასთან, ტყის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა (0,5) მისული. კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის კორომები ტყით დაფარული საერთო ფართობის ნახევარზე მეტს (55%) შეადგენენ.

! საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები, რომელთაც გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ – ეს ზომიერ სარტყელში შემორჩენილი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია. ისინი შეადგენენ მთელი ტყის ფართობის 17.2%-ს, აქედან დაცვითი სტატუსი ვრცელდება მხოლოდ დაახლოებით 2%-ზე.

! 2007 წელს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტყეების მნიშვნელოვან ნაწილზე გაიცა 20-წლიანი სარგებლობის ლიცენზია 23 წლის წინ ჩატარებული ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის) საფუძველზე. კანონმდებლობით, აკრძალულია ტყითსარგებელობა ტყეთმოწყობის გარეშე, ტყეთმოწყობა კი, უნდა ტარდებოდეს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.

! 2008 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო აუქციონზე ტყითსარგებლობის 28 20-წლიანი ლიცენზიის გაცემა. სალიცენზიო ფართობი ჯამში 400 ათას ჰექტარს შეადგენდა. მთავრობამ აუქციონი გადაიტანა 2008 წლის შემოდგომაზე; გადავადების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არჩევნები დასახელდა.

! დღევანდელი კანონმდებლობით ადგილობრივ მოსახლეობას ლეგალურად მხოლოდ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია. სამასალე მერქნის მოპოვება, ჭიგოს მოჭრაც კი, დანაშაულად ითვლება.

! საქართველოს ტყეების დაახლოებით ნახევარი წიფლარებს უკავია; საექსპორტოდ გატანილი მერქნის დაახლოებით 90% წიფელია; საქართველოში წიფლის ხე მოსაჭრელ ასაკს 120-150 წელიწადში აღწევს.

 

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
02-06-2010
2010 წლის 30 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები 2 ივნისის 20:00 საათისათვის. წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
14-05-2010
2010 წლის არჩევნებისათვის საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერობის კანდიდატები. წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
10-05-2010
2010 წლის 30 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითობა. წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
21-04-2010

ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი - სანდო საარჩევნო გარემოსკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. წყარო: 24 საათი

30-03-2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება. წყარო: რადიო თავისუფლება

18-03-2010
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დღეს ოფიციალურად გამოცხადდება. წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი
     არქივი
ინტერვიუები
29-05-2010
ინტერვიუ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატთან, გია ჭანტურიასთან
ვრცლად
28-05-2010
ინტერვიუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ვახტანგ ბალავაძესთან
ვრცლად
20-05-2010
ინტერვიუ ხალხის პარტიის ლიდერთან, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან, კობა თავითაშვილთან
ვრცლად
16-05-2010
ინტერვიუ პოლიტიკური პარტიის ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერთან, მერობის კანდიდატთან, გოგი თოფაძესთან
ვრცლად
11-05-2010
პარტია ,,ახალი მემარჯვენეები’’-ს წევრი ფიქრია ჩიხრაძე
ვრცლად
10-05-2010
ინტერვიუ საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერთან, თბილისის მერობის კანდიდატთან, ზვიად ძიძიგურთან
ვრცლად
04-05-2010
ინტერვიუ ,,საქართველოს გზის’’ ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან
ვრცლად
04-05-2010
ინტერვიუ პოლიტიკური პარტიის ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები’’ ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ონოფრიშვილთან
ვრცლად
29-04-2010
ინტერვიუ პოლიტიკური გაერთიანება ,,სახალხო დემოკრატები’’-ს ლიდერთან, მერობის კანდიდატთან ნიკა ივანიშვილთან და ამავე პარტიის კონსულტანტთან ვაჟა ბერიძესთან
ვრცლად
     არქივი
მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved