Independent Forest Monitoring




პარტიები გვპირდებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010

ინტერვიუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ვახტანგ ბალავაძესთან

28 მაისი, 2010 წ.

ბატონო ვახტანგ, რა გარემოსდაცვითი პრობლემებია თბილისში?

პრობლემები ნამდვილად არის, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. თბილისში ამ პრობლემას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, იმიტომ, რომ სახსრები ამ კუთხით უფრო დიდია. მთავრი პრობლემა არის ჰაერის დაბინძურების პრობლემა, მაგრამ ამ კუთხით ცენტრალური ხელისუფლება და თბილისის მერიაც მიზან მიმართულად მუშაობს. აქტიურად მიმდინარეობს ხეების დარგვა. როდესაც ვსაუბრობთ ნარგავების დარგვაზე, მე კარგად მესმის, რომ ეს პრობლემას არ ხსნის, მაგრამ ეს გარკვეულწილად ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას. ამ მხრივ ძალიან აქტიურობს გარემოს დაცვის მინისტრი, ახალი აპარატურაც კი ჩამოიტანეს უცხოეთიდან.

კარგია, რომ დაიწყო ხეების დარგვა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უსისტემოდ. ამავე დროს ნადგურდება დიღმის ტყე-პარკი. იპოდრომის განადგურების შემთხვევაში ქალაქს აღარ ექნება ბუნებრივი განიავების შესაძლებლობა? რატომ ხდება ეს?

მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დიღმის ტყე-პარკს სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ აქვს. მე დიღომში დავიბადე და გავიზარდე და ძალიან მიყვარს ეს ადგილი. მე პირველი ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი. სამართლებრივად რომ ვამბობ, მე ვგულისხმობ, რომ ის ტყე იარსებებს. ეს პროცესები დაიწყო ძალიან ადრე და იქ აშენებულია სახლები, მაგრამ ლაპარაკია სამეურნეო მიწებზე. ის ადგილი სადაც არის ტყე ეს შენარჩუნებული იქნება. მე რამდენადაც ვიცი პრობლემა არ არსებობს, უფრო მეტიც, საუბარია, რომ უფრო მეტი ხე დაირგოს იმ ადგილზე. რეალურად დიღმის ტყე-პარკის განადგურების საფრთხე არ არსებობს.

თქვენ ახსენეთ ჰაერის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურების პრობლემას ქმნის მანქანების სიმრავლე, ამ მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს. რატომ აღარ ხდება მანქანების ტექ-დათვალიერება?

სხვა და სხვა მექანიზმები არსებობს და ამ მექანიზმებით შესაძლებელია დარეგულირდეს ეს საკითხები. მაგალითად მანქანების ვარგიასიანობის შემოწმება უნდა მოხდეს. ტექ დათვალიერება იყო ფულის საკეთებელი დაწესებულება. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითოეული მოქალაქე უნდა გაუბრთხილდეს ბუნებას.

შემოვლითი რკინიგზასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რას ითვალისწიონებს ეს პროექტი. რამდენად გათვალისწინებულია იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები?

ეს პროექტი, გულწრფელად გეუბნებით, არის ერთ-ერთი კვალიფიცირებული პროექტი. შესრულების ხარისხით და გათვლებით. ურბანისტები მუშაობენ ამ მიმართულებით. იყო პერიოდი, როცა ქალაქი ვითარდებოდა ,,უპრაგუნოდ" ანუ არ იყო დაგეგმილი განვითარების ეტაპები და არ ხორციელდებოდა გათვლები. გადატანა გამართლებულია იმითაც, რომ აღარ დაიკარგება დიდი ადგილი, რომელიც აუთვისებელი იყო.

თუ იცნობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ავჭალის მოსახლეობის დამოკიდებულებას?

მე არ ვარ ინფორმირებული. მე ვიცი, რომ მოსახლეობას ნამდვილად არ შეექმნება პრობლემა. ეს პროექტი ეკონომიურობის თვლსაზრისით მისაღებია.

წყალთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ჩვენ ვერ ვნახეთ ხელშეკრულება. საიდუმლოდ მოხდა თბილისის წყლის გასხვისება. რა შეგიძლიათ მითხრათ?

არა მგონია, ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ. ყველა დოკუმენტს გააჩნია დაცულობის მექანიზმი. შესაძლოა ამ კუთხით არის საუბარი. მე არ ვიცი რატომ გითხრათ უარი სასამართლომ. რაც შეეხება წყლის პრობლემას, მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ.

მე ვერ დაგეთანხმებით, წყლის გაწმენდა მხოლოდ მექანიკურად ხდება. პრობლემას ქმნის ის, რომ წყლის სათაო ნაგებობები მოითხოვს შეკეთებას და წყალი ვიდრე მოსახლეობამდე მივა შესაძლოა დაბინძურდეს, რადგან უამრავი დაბინძურების კერა არსებობდეს. ამ კუთხით რა უნდა გაკეთდეს?

თუ ჩვენ გვინდა უკეთესი წყალმომარაგების სისტემა, ამაში ცუდი არაფერია. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ რა წყალსაც მივირთმევთ და ამაში დარწმუნებულიც ვარ, არის სუფთა წყალი. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამაში დარწმინება, შეგვიძლია ავიღოთ წყალი და ლაბორატორიაში მივიტანოთ და დავრწმუნდებით, რომ აბსოლიტურად სუფთა წყალს ვსვამთ. მე ჩვენ წყალს არ ვენდური. წყლის პრობლემა უფრო არის რეგიონებში. ამ კუთხით ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი.

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved