Independent Forest Monitoring




პარტიები გვპირდებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010

ინტერვიუ ხალხის პარტიის ლიდერთან, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან, კობა თავითაშვილთან

20 მაისი, 2010 წ.

ბატონო კობა, თქვენი აზრით რა გარემოსდაცვითი პრობლემებია თბილისში, რომელიც მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს?

ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემები აქვს ქალაქს. ჩვენს ქალაქში მუდმივად მცირდება მწვანე ნარგავები და მის ადგილს იკავებს კორპუსები, რაც ქალაქისათვის ძალიან დიდი პრობლემაა. ხშირად ხელისუფლება ამბობს; - რომ ჩვენ ვხსნით ახალ სკვერებს, სამწუხაროდ ამაში იგულისხმება სათამაშო მოედნების და არა სკვერების გახსნა. ხდება ისეთი ადგილების განადგურება როგორიც არის იპოდრომი, მზიური და ამას დაემატა ზოოპარკის ტერიტორიაც. ჩნდება საშიშროება, რომ შესაძლოა თბილის დაემუქროს სმოგის საფრთხე, იპოდრომზე თუ ააშენებენ კორპუსებს ეს ბუნებრივი განიავებას მოსპობს. მზიურის ნახევარი უკვე აღარ არსებობს და ეხლა საუბარია მეორე ნახევარზეც.

თქვენ კენჭს იყრით დიდუბის რაიონში, სადაც ჰაერის დაბინძურების უამრავი კერა არსებობს, მაგალითად ცემენტის საცალო პუნქტები, რაც დამატებით აბინძურებს ჰაერს. გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოსაგვარებლად რა მიმართულებით დაიწყებთ მუშაობას?

ნარჩენების დაწვის გამო ჩემ ოჯახში შეუძლებელია სუნთქვა, - გვიჭირს ფანჯრის გაღება. ჩვენთან ახლოს არის მაცივარი, იქიდან არ ხდება ნაგვის გატანა, მათ გონიათ, რომ უფლება აქვთ ნარჩენები დაწვან საკუთარ ეზოში. პირადად მე ვიტანჯები ამ უბედურებით. ესე ვთქვათ ეკოლოგიური დაბინძურების მსხვერპლი ვარ. არაერთხელ მქონდა მცდელობა მეპოვა ორგანო, რომელმაც ეს საკითხები უნდა მოაგვაროს... პირველი რასაც გავაკაეთებ, დავიცავ ჩემი შვილების ინტერესებს, რომ შედარებით სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ. კარგია, რომ მუშაობს წარმოება, მაგრამ ეს ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. პრობლემა არის ის, რომ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. არ არის ეკონომიური მონიტორინგი. პირველ რიგში, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური ქალაქის მაშტაბით, რომელიც შეამოწმებს სხვადასხვა ობიექტების ან მთელი უბნების ეკოლოგიურ მდგომარეობას და შესაბამისად რეკომენდაციებით შემოვა, თუ რა ქვემდებარე აქტების მიღებაა საჭირო. ჩვენთან ეს სისტემა მოშლილია, ამიტომ მუშაობა სულ თავიდან გვაქვს დასაწყები.

თქვენ ახსენეთ ნარჩენები, რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა იქნეს პრობლემა მოგვარებული?

ქალაქში უნდა შეიქმნას ქარხანა ან მცირე ქარხანათა ქსელი, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ის მდგომარეობა რაც დღეს არის ნარჩენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად მოუთმენელია. მე მარტო დიდუბის პრობლემა არ მაწუხებს, გლადანის დეპუტატი ვიყავი და ვიცი, რომ გლდანის მე-8 მიკრო რაიონში ცხოვრება შეუძლებელია. სულ რაღაც იწვის, მუდმივად ხრჩოლავს. ჯოჯოხეთია რაც გლდანის ზედა მიკრო რაიონებში ხდება. აუცილებელია ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა დავიწყოთ.

თქვენ მომხრე ხართ იმისა, რომ ნარჩენების გადამუშავება მოხდეს და არა დაწვა?

დიახ. მე მომხრე ვარ, რომ გადამუშავება მოხდეს.

ნარჩენების დაწვის მოხრე არ ხართ?

არა. უნდა გადამუშავდეს.

მე რამდენადაც ვიცი გადამამუშავებელი ქარხნები ორი ტიპის არსებობს, ერთი თბოელექტრო სადგურის ტიპისაა, სადაც მაინც დაწვა ხდება, ამის მომხრე არ ვარ. მეორე არის გადამამუშავებელი. თბოელექტრო სადგური ეკონომიკის თავლსაზრისით მისაღებია, მაგრამ ჯობია მეტი დავხარჯოთ და გადავამუშაოთ.

რა უნდა გაკეთდეს, მოსახლეობის კარგი ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის წყლით უზრუნველსაყოფად?

სამწუხაროდ, ბევრს დაავიწყდა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოდიოდა ბულაჩაურის - იგივე ნატახტარის წყალი. ამ წყლის ჩანაცვლება მოხდა თბილისის ზღვით. მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა წყლის ხარისხი. ყველა უბედურებამ შეჩვევა იცის, ამ უბედურებასაც მიეჩვია ხალხი. რაც ეს პრივატიზაციები მოხდა, წყლის ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესება მივიღეთ. ბევრ უბანში იხდიან წყლის 24 საათიანი მომარაგების საფასურს და წყლის მიწოდება გრაფიკით ხდება, რაც უსამართლო და მიუღებელია. მე მიმაჩნია, რომ წყლის ხარისხზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. თუ მაიც და მაიც თბილისის ზღვის წყალი უნდა ვსვათ, მაშინ გაფილტვრის დონე უნდა გაიზარდოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს. ზღვა დასვენების ადგილიც არის, ხალხი ბანაობს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას იქვე აქვთ საძოვრები. ეს ყველაფერი ზღვაში ჩაედინება, პირდაპირ ჩვენთვის ამის მოწოდება გაუმართლებელია.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღონისძიებები გატარება აუცილებელია?

რა თქმა უნდა.

ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულება იქნება საჯარო. ხელშეკრულებაში თუ არ არის ჩადებული ქალაქის ინტერესები, მაშინ საჭიროა ხელშეკრულების განახლება.

ანუ ეს შესაძლებელი იქნება?

რა თქმა უნდა.

მინდა ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით თქვენი აზრი გკითხოთ. საჭირო იყო, თუ არა ამ ეტაპზე მშენებლობის დაწყება?

აბსოლიტურად არ იყო ამის აუცილებლობა. მე ვფიქრობ, რომ ფულის საკეთებელი მშენებლობაა. ამ მიმართულებით მიდიოდა ორი სერიოზული მაგისტრალი ერთი – ვაჟა ფშაველას გამზირი, რომელიც ცალმხრივი მოძრაობის უზარმაზარი გამზირია და მეორე – ჭავჭავაძე, რომელიც დატვირთული იყო, მაგრამ ორი ალტერნატივის არსებობა იმ წერტილში საიდანაც იწყება ესტაკადა არ იწვევდა მწვავე აუცილებლობას. ეს არ იყო ყველაზე მწვავე ადგილი ქალაქის მოძრაობის თვალსაზრისით. მე მეჩვენება, რომ ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ ამ ადგილზე ორჯერ იყო წარუმატებელი მშენებლობა. ყველას ახსოვს შადრევანი, რომელმაც არ გაამართლა. ესტაკადის მშენებლობით გადაფარვა მოხდა ამ ყველაფრის, მე ხომ კარგად ვიცნობ ბატონ სააკაშვილს და ვიცი რა ლოგიკით მოქმედებს. ორჯელ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და სამარცხვინო შადრევანი გააკეთა. შემდეგ გადაწვიტა, ზუსტად იმ ადგილზე რამე უფრო გრანდიოზული გაეკეთებინა. მშენებლობის დროს დაზინდა მზიური. მე ვიცი, რომ ზოოპარკიც გადატანისათვის არის განწირული და ქალაქში ამით კიდე ერთი რეკრეაციული ზონის განადგურება ხდება.

მე მაგალითად საბურთალოდან ნაძალადევში გავაკეთებდი ესტაკადას. ისეთი ტიპის როგორიც არის დიდი დიღმიდან გლდანამდე. ეს პარალელური მიმართულება უფრო აქტუალურია და უფრო საჭირო იქნებოდა. არარაციონალი გადაწყვეტილებაა ეს ყველაფერი. არც პროექტი არსებობს და კაცმა არ იცის რამდენ ხანს გაძლებს ეს მშენებლობა?! ისედაც წყალზე დგას იქ ყველაფერი და იქ კიდევ ამის გაკეთება გაუმართლებელია. ერთი დღის პიარზე გათვლილი მშენებლობები როგორ ფიქრობთ წლებს გაძლებს?!

თქვენ ფიქრობთ, რომ საერთოდ ვერ განტვირთავს მოძრაობას?

ესტაკადა უნდა უერთდებოდეს დიდ დასახლებას და თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფდეს. ეს დატვირთვას ვერ მოხსნის, ვინც ვაკეში მიდის მერე უნდა შემობრუნდეს და მაინც შეხვდება საცობი, - ვინც საბურთალოზე მიდის იქ საცობი მაინც შეხვდება და რას განტვირთავს? - მე ვერ გავიგე. სერიოზული არგუმენტი არის ის, რომ ამით გაამართლონ ჯიბეში ჩადებული მილიონების გაუჩინარება.

ბატონო კობა, როგორია თქვენი პოზიცია თბილისში რკინიგზის ცენტრიდან გადატანასთან დაკავშირებით?

მე არა ვარ ამის მომხრე. არა მგონია, რომ რკინიგზა იყოს ეკოლოგიისათვის უბედურების მომტანი. მითუმეტეს, რომ ჩვენთან რკინიგზა ელექტროფიცირებულია. რისკები ახლავს ნავთობის გადაზიდვას, ამიტომ შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო ერთი ზოლი, რომელსაც ტვირთების გადასატანად გამოვიყენებდით.

ფიქრობენ, რომ თბილისის ზღვასთან რკინიგზის გადატანა მიუღებელია.

რკინიგზის სადგურის მთავარი ხიბლი არის ის, რომ პირდაპირ ქალაქის ცენტრში შედიხარ. თუ აეროპორტის დანიშნულებას შეიძენს და ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მთელი იდეა რკინიგზისა დაიკარგება, აღარ იქნება მოხერხებული. არ მგონია ეკოლოგია გააუმჯობესოს იმან რასაც მერე ამ ტერიტორიას უპირებენ. აშკარაა, რომ ეს ტერიტორიები კვლავ უნდა გაიყიდოს კორპუსების მშენებლობისათვის. ეს დაამძიმებ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. იქ პარკებს და სკვერებს არავინ არ გააკეთებს. რკინიგზა იყო ყველაზე იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანის საშუალება. მისი გადატანა გამოიწვეს ფასების ზრდას პროდუქტზე. მე ამასაც ვხედავ და აქედან გამომდინარე არ მხიბლავს ეს იდეა.

ბულვარს და მწვანე ზოლს, რომ აკეთებდენ წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა. ეს ტერიტორია განწირულია.!

როგორ ფიქრობთ რა არის ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები?

მანქანების სიმრავლე, საცობები რაც აბინძურებს ჰაერს. ამ მხრივა გამოსავალი მოსაძებნია. დიდი ქალაქებში არის პრაქტიკა, რომ დღემონაცვლეობით ლუწი და კენტი სანომრე ნიშნების მანქანები მოძრაობენ. ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები აუცილებელია, რომ სამანქანო ნაკადი შემცირდეს. პარალერულად აუცილებელია, რომ მეტრო სადგურების მშენებლობა დავიწყოთ, - მეტრო ერთადერთი საშუალებაა, რომელიც განტვირთავს მოძრაობას. მე ვერ გავიგე რატომ მოშალეს ტრამვაის ზოლები, რა იყო ცუდი? ეკოლოგიურად უფრო სუფთა იყო, ვიდრე ეს ყვითელი ავტობუსებია. უარი ითქვა ეკოლოოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და გადავედით ავტობუსების სისტემაზე. არ მგონია, რომ ტროლეიბუსის და ტრამვაის მოშლით მოძრაობის განტვირთვა მოხდა, სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები ზიანის მომტანია ეკოლოგიისათვის.!

ანუ თქვენ მომხრე ხართ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებებზე გადავიდეთ?

რა თქმა უნდა.

ტრამვაის და ტროლეიბუსისი აღდგენა უკვე რთულია, იმიტომ, რომ დიდი ინვესტიციას მოითხოვს. არსებობს მეტრო და მისი გაფართოება უნდა მოხდეს.. მე მეტროზე გავაკეთებდი აქცენტს, რადგან ტრამვაის და ტროლეობუსის პარკები მოშლილია, არანაირი ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს.

დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით მიდა გკითხოთ, როგორ უნდა მოხდეს მისი საზოგადოებისათვის დაბრუნება?

ძალიან კარგად გვახსოვს როგორ იცავდა სააკაშვილი ამ ადგილს. შემდეგ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა თავის წილი დაიმკვიდრეს პარკის განადგურებაში და მიწების გასხვისებაში. ეს არის საკრებულოს დანიშნულება, რომ არ დაუშვას მის გასხვისება. მე ვიცი, რომ ყველას აწუხებს ეს საკითხი, გარდა იმ დაინტერესებული ადამიანებისა, რომლებსაც უნდათ იქ საცხოვრებელი კორპუსები წამოჭიმონ. საზოგადოების დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს - არ გამოვრიცხავ აქციებსაც. საპროტესტო აქციები ადგილზე კი არ უნდა მოვაწყოთ, არამედ იქ სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ადგილებია სააკაძის მოედანი და თავისუფლების მოედანი. დისკომფორტი უნდა შეექმნათ მერიის ჩინოვნიკებს და მას მერე ჩეიძლება დაფიქრდენ და გადახედონ გადაწყვეტილებას. ტყე-პარკში გამართული მრავრიცხოვანი მიტინგები არაეფექტურია.

საზოგადოების პროტესტის და ორგანიზაციების მხარდაჭერით შესაძლებელია შევინარჩუნოთ დიღმის ტყე-პარკი?

საპროტესტო აქციების დროს, წინა პლანზე უნდა გამოვიდნენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები.

ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ – ერთი თვეა რაც, გიგი უგულავამ ხელი მოაწერა ევროპის მერების შეთანხმებას ანუ ,,კოვენანტს". ამ შეთანხმებით ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წლისათვის 20 პროცენტით შევამცირებთ კლიმატის ცვლილების გამომწვევ სათბური გაზების მოხმარებას თბილისში. როგორ ფიქრობთ, მომავალმა მერმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ ვალდებულების შესრულება?

რა თქმა უნდა. უფლება არ გვაქვს არ შევასრულოთ ეს ვალდებულება, თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელი მოწერილი. შესრულება უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა შეიცლება მერი თუ არა.

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved