Independent Forest Monitoring


 
არქივი
28 აპრილი, 2008
პრეს-რელიზი

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ა.წ. 30 აპრილს, 11:00 საათზე, ალ. დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” გამართავს შეხვედრას მედია-საშუალებებისთვის, სადაც წარადგენს თავის კამპანიას

“ჰკითხე შენს კანდიდატს!”

განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების რეფორმა, ენერგომატარებლების ფასი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, უმუშევრობა, საგარეო პოლიტიკა, 7 ნოემბრის მოვლენები...…როგორც წესი, ჩვენს არჩევანს სწორედ ამ საკითხებისადმი პარტიების თუ კანდიდატების დამოკიდებულება და საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვის დონე განსაზღვრავს. ამ უამრავ პოლარიზებულ საკითხს შორის, შესაძლოა, გამოგვრჩეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხი – როგორ გარემოში ვცხოვრობთ და რას გვპირდებიან არჩევნებში მონაწილე პარტიები და ბლოკები სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კამპანია ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ.
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. ¹62, თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 22 16 04, ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org, www.greeningfuture.net

უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved