Independent Forest Monitoring


 
არქივი
მწვანე ალტერნატივას
განცხადება

საპარლამენტო არჩევნები 2008:
აირჩიე მდგრადი მომავალი!
ჰკითხე შენს კანდიდატს: რას გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს
შეუნარჩუნოს ჯანსაღი გარემო - ანკარა წყალი, სუფთა ჰაერი, დაბურული ტყე?


ა.წ. 15 მაისს (ხუთშაბათს), 17:00 საათზე, რადიო „მწანე ტალღაზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა კამპანიის „ჰკითხე შენს კანდიდატს“ ფარგლებში გიწვევთ დისკუსიაზე, რომლის თემა იქნება წყლის რესურსების დაცვა და მართვა საქართველოში.

„მწვანე ტალღის“ სტუდიაში ამ საკითხებზე ისაუბრებენ: პოლიტიკური გაერთიანება “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე, საარჩევნო ბლოკი “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია” წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის”  წარმომადგენელი ზაზა გამცემლიძე

გაიგეთ, რას გპირდებათ კანდიდატი თუ პარტია!
მოსთხოვეთ, იზრუნოს ჩვენი საარსებო გარემოს დაცვაზე!


უსმინეთ დისკუსიას „მწანე ტალღაზე“ (FM 107,4) და დასვით კითხვები პირდაპირ ეთერში (ტელეფონი: 312525 ან 312626)!

თუ რას ფიქრობენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებები გარემოს დაცვასთან დაკავშებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე, შეიტყვეთ ვებ-გვერდზე: www.greeningfuture.net

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved