Independent Forest Monitoring


 
არქივი
მწვანე ალტერნატივას
განცხადება

საპარლამენტო არჩევნები 2008:
აირჩიე მდგრადი მომავალი!
ჰკითხე შენს კანდიდატს: რას გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს
შეუნარჩუნოს ჯანსაღი გარემო - ანკარა წყალი, სუფთა ჰაერი, დაბურული ტყე?


ა.წ. 8 მაისს (ხუთშაბათს), 17:00 საათზე, რადიო „მწანე ტალღაზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა კამპანიის „ჰკითხე შენს კანდიდატს“ ფარგლებში გიწვევთ დისკუსიაზე, რომლის თემა იქნება საქართველოს სატყეო სექტორი.

„მწვანე ტალღის“ სტუდიაში ამ საკითხებზე ისაუბრებენ საარჩევნო ბლოკის „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) წარმომადგენელი კახა კუკავა და საარჩევნო ბლოკის „მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები“ წარმომადგენელი ზურაბ ტყემელაძე.

გაიგეთ, რას გპირდებათ კანდიდატი თუ პარტია!
მოსთხოვეთ, იზრუნოს ჩვენი საარსებო გარემოს დაცვაზე!

უსმინეთ დისკუსიას „მწანე ტალღაზე“ (FM 107,4) და დასვით კითხვები პირდაპირ ეთერში (ტელეფონი: 312525 ან 312626)!

თუ რას ფიქრობენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებები გარემოს დაცვასთან დაკავშებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე, შეიტყვეთ ვებ-გვერდზე: www.greeningfuture.net

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved