Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• მისი აზრით, რა გარემოებებმა შეუწყო ხელი სტიქიური მოვლენების გახშირებას/გაძლიერებასა და ეკოლოგიური მიგრანტების წარმოშობას?

• რას გააკეთებს კატასტროფული მოვლენების თავიდან ასაცილებლად?

• რას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების სტიქიური მოვლენებისგან დასაცავად?

• რას გააკეთებს სტიქიური მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

! საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე სტიქიური პროცესების სხვადასხვა ხარისხის საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი (ქვეყნის დასახლებების 80 პროცენტი), დაახლოებით 400 ათასი ოჯახი.

! ქვეყნის ეკონომიკისადმი ყოველწლიურად მიყენებული ზარალი საშუალოდ 100-150 მლნ. დოლარს შეადგენს, 2004 წელს კი ზარალმა 300 მლნ დოლარს მიაღწია.

! ადამიანის არასწორი საქმიანობით გამოწვეული სტიქიური პროცესების პროვოცირება იმდენად მაღალია, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით წარმოქმნილი პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

! სტიქიური პროცესების ხელშემწყობ ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის გამოყოფენ: სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას, ურბანიზაციულ ზეწოლას, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამთო-მოპოვებით მრეწველობას.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved