Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!
 

• რას გააკეთებს დედაქალაქსა და რეგიონებში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების პრობლემის მოსაგვარებლად?

• რას გააკეთებს არსებული არაორგანიზებული (უკანანო) ნაგავსაყრელების პრობლემის გადასაჭრელად?

• რას გააკეთებს იმისათვის, რომ ნაგავსაყრელებზე ნაკლები ნარჩენი მოხვდეს?

! ათი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალო სადღეღამისო რაოდენობა 0,6-0,8 კგ-ს შეადგენდა. დღეს ეს რაოდენობა 1,2-1,4 კგ-ს შეადგენს.

! საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 4-6%-ით იზრდება.

! ქვეყანაში არსებული არცერთი ნაგავსაყრელი არ პასუხობს გარემოსდაცვით და სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.

! ნაგავსაყრელების უმრავლესობა მდინარეების პირასაა განლაგებული. წვიმისა და წყალდიდობების დროს ნარჩენები მდინარეებში ჩაირეცხება, ამ მდინარეების წყალს კი მოსახლეობა სასმელად და სხვა მიზნებით იყენებს.

! ნაგავსაყრელებზე ხშირად ხდება ნარჩენების თვითაალება, რის გამოც ატმოსფეროში იფრქვევა ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც ქარის საშუალებით ადვილად აღწევს ნაგავსაყრელების ახლოს დასახლებულ მოსახლეობამდე.

! საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოსახლეობის ინფექციური დაავადებების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ლოკალური ეპიდემიების მიზეზი ხდება.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved