Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• რას გააკეთებს მოპოვებითი მრეწველობის გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად და/ან თავიდან ასაცილებლად?

• რას გააკეთებს მოპოვებითი მრეწველობის განვითარებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების საზოგადოების ყველა ფენაზე თანაბრად/სამართლიანად გადასანაწილებლად?

• რას გააკეთებს საწარმოებში დასაქმებულთა უფლებების (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ანაზღაურება) დასაცავად?

• რას ფიქრობს დღემდე მოპოვებითი მრეწველობის ობიექტების გასხვისების ფაქტების ეფექტურობასა და სამართლიანობაზე?

• რას ფიქრობს, რამდენად ეფექტურად ხორციელდება პრივატიზებული საწარმოების მიერ ხელშეკრულებების პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სახელმწიფო კონტროლი?

• რას გააკეთებს პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად?

• რას გააკეთებს დღემდე დადებული საპრივატიზაციო ხელშეკრულებების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად?

! გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოპოვებითი მრეწველობა საქართველოს მშპ-ს 10%-ს შედგენდა; 2000-2001 წლებში ეს მაჩვენებელი 2%-მდე დაეცა. დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოპოვებითი მრეწველობაში ინვესტიციების მოზიდვას, სახელმწიფო რეგულირების შემცირების გზით. ამასთან, საქართველოს დღემდე არ გააჩნია მინერალური რესურსების მდგრადი მართვის და არც სამრეწველო სექტორის განვითარების სტრატეგია.

! ბოლო წლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზება გაუმჭვირვალედ და ხშირად კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა. ახალი მესაკუთრეების ხელშეკრულებებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის ვალდებულებები, უმეტეს შემთხვევაში, გასაიდუმლოებულია.

! საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები აჩვენებენ, რომ მოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულ ქვეყნებში: მაღალია კორუფცია, მთავრობები ავტორიტარულია, მმართველობა არაექფეტურია, მაღალია სამხედრო ხარჯები, ადგილი აქვს სამოქალაქო ომებს და ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები.

! დღეს საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება ლიცენზიის გაცემამდე გარემოსა და მოსახლეობაზე ზემოქმედების წინასწარ შესწავლას.

! მოპოვებითი მრეწველობის მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება.

! ჭიათურის მანგანუმის საბადოს ასათვისებლად 2007 წელს გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობების სრულად ათვისების შემთხვევაში, მოსალოდნელია 3 ათასზე მეტი ოჯახის გადასახლება მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილებიდან.

! წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება საქართველოში ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენება იწვევს მიწის ნაყოფიერი ფენის დეგრადაციას, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილების დეგრადაციას.

! სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საქართველოში საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებს შორისაა, რომლებიც სტიქიური პროცესების ფართო მასშტაბით განვითარებას იწვევენ.

! ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზთა შორის, ოქროს მოპოვებას წამყვანი ადგილი უჭირავს. ოქროს მისაღებად ხშირად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ციანიდი, ვინაიდან ეს ყველაზე იაფი საშუალებაა არსებულებს შორის.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved