Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• ბოლო წლებში მიღებულმა რომელმა გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ან პირიქით, გაუარესებას?

• რას გააკეთებს ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

• რას გააკეთებს იმისათვის, რომ ვფლობდეთ სანდო და დროულ ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ?

• რას გააკეთებს საზოგადოების ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად იმ ღონისძიებებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჰაერის ხარისხზე?

! მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე სხვადასხვა პათოლოგიებს.

! საქართველოში, განსაკუთრებით ქალაქებში, ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში.

! დღეს საქართველოს სატრანსპორტო პარკი წარმოდგენილია ძირითადად “ხანდაზმული” (საშუალოდ 10-15 წლის) ავტომანქანებით, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ისე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით. ამასთან, დაბალი ხარისხის (დაბალი ღირებულების) საწვავის გამოყენების გამო, ავტომანქანების კატალიზური გარდამქმნელები მწყობრიდან გამოდის, ან მათ უბრალოდ იღებენ ავტომანქანებიდან.

! იმპორტირებულ ავტომანქანებზე ამჟამად დაწესებული საბაჟო გადასახადები “ხანდაზმული” ავტომანქანების შეძენის მასტიმულირებელია – რაც უფრო “ახალგაზრდაა” ავტომანქანა, მით უფრო მეტია საბაჟო გადასახადი.

! თბილისში, ე.წ. გმირთა მოედნის “სამკუთხედის” რაიონში ჩატარებულმა გაზომვებმა გამოავლინა მტვრისა და ნახშირჟანგის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზღვრულად დასაშვები ნორმების მიმართ.

! ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენებისას, გამონაბოლქვთან ერთად ტყვიაც გამოიფრქვევა. ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამოთავისუფლებული ტყვია, შეიწონება მტვრის ნაწილაკებში და ილექება ნიადაგში. 2007 წელს თბილისში აღებული ნიმუშები ცხადყოფს, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2-3-ჯერ აღემატება დაშვებულ სტანდარტს.

! ტყვიის მომატებული შემცველობა ნერვული სისტემის მოშლის, მოზარდებში ზრდის შენელების, სმენის დაქვეითების, თავის ტკივილის, თირკმელების და ღვიძლის, ასევე სიმსივნური დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება.

! მიუხედავად სხვადასხვა გათვლისა, დღეს შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჰაერში სამრეწველო სექტორის გაფრქვევების ზუსტი სურათი საქართველოში. ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ოდენობის გამოთვლისას, სახელმწიფო უწყებები დღემდე, გადამოწმების გარეშე, ეყრდნობიან საწარმოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იყენებენ ე.წ. მიახლოებითი შეფასების მეთოდებს.

! არსებული მონაცემებით, სამრეწველო სექტორის გაფრქვევებში წამყვანი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს. ჰაერის მტვრით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებია ცემენტისა და ასფალტის საწარმოები.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved