Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• მიაჩნია, თუ არა პრიორიტეტულად საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვა და შენარჩუნება?

• რას გააკეთებს საქართველოში შემორჩენილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი სახეობების შესანარჩუნებლად?

• რას გააკეთებს საქართველოს უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციისთვის?

• რა საკანონმდებლო ინიციატივებს შეუწყობს ხელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დასაცავად?

• მიაჩნია, თუ არა მნიშვნელოვნად საქართველოს ტერიტორიის დაცვა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით?

! გლობალური მნიშვნელობის გამო, მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს გამოყოფენ; საქართველოს ტერიტორია ორ (კავკასია, ირან-ანატოლია) მათგანში შედის.

! საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 6.7%-ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელი ესტონეთში 16%-ია, ჩეხეთსა და ავსტრიაში – 15%, სლოვაკეთში – 25%, სლოვენიაში – 36%, ევროკავშირის მასშტაბით კი, 20%-ს შეადგენს.

! საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების 30 სახეობა, რომელთაგან 17 შეტანილია საქართველოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების “წითელ ნუსხაში". ძირითად საფრთხეს (ან გადაშენების ძირითად მიზეზს) წარმოადგენს ბრაკონიერობა და საბინადრო გარემოს განადგურება.

! საქართველოში ბრაკონიერობის ფაქტების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გამოვლენა ხდება; მაგალითად, გასული წლის მონაცემებით, უკანონოდ მოპოვებულ იქნა მხოლოდ 70 მწყერი.

! დღეს მსოფლიოში გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უცხო (ინვაზიური) სახეობების ბუნებაში გავრცელება წარმოადგენს. ეს საკითხი საქართველოში, ფაქტიურად, დღემდე არ რეგულირდება სამართლებრივად.

! გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონში დაიწყო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება (სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალის სახით). ამ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში დღესაც არ არსებობს.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved