ჰკითხე შენს კანდიდატს! • ბოლო დროს გატარებული რომელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებები მიაჩნია საქართველოს ტყეების საზიანოდ ან სასიკეთოდ? • რას გააკეთებს ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად? • რა კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდოდა საქართველოს ტყეების შენარჩუნებისა და რაციონალური/მდგრადი გამოყენების ხელშესაწყობად? • რას გააკეთებს საქართველოში შემორჩენილი მაღალი გარემოსდაცვითი (კონსერვაციული) ღირებულების ტყეების შესანარჩუნელად? • რას გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ შემცირდეს ტყით დაფარული ფართობები და არ დავემსგავსოთ მეზობელ ქვეყნებს? • უნდა დარჩეს, თუ არა საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში? რას ფიქრობს ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე? • უნდა გადაეცეს, თუ არა ტყეები ადგილობრივ თვითმმართველობებს სამართავად? • რას გააკეთებს სატყეო სექტორიდან მიღებული სარგებლის სამართლიანად გადასანაწილებლად? • რას გააკეთებს დაინტერესებული საზოგადოების/მოსახლეობის ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად ტყეებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას? |  | ! სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები შეადგენს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს. ამასთან, ტყის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა (0,5) მისული. კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის კორომები ტყით დაფარული საერთო ფართობის ნახევარზე მეტს (55%) შეადგენენ. ! საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები, რომელთაც გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ – ეს ზომიერ სარტყელში შემორჩენილი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია. ისინი შეადგენენ მთელი ტყის ფართობის 17.2%-ს, აქედან დაცვითი სტატუსი ვრცელდება მხოლოდ დაახლოებით 2%-ზე. ! 2007 წელს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტყეების მნიშვნელოვან ნაწილზე გაიცა 20-წლიანი სარგებლობის ლიცენზია 23 წლის წინ ჩატარებული ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის) საფუძველზე. კანონმდებლობით, აკრძალულია ტყითსარგებელობა ტყეთმოწყობის გარეშე, ტყეთმოწყობა კი, უნდა ტარდებოდეს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. ! 2008 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო აუქციონზე ტყითსარგებლობის 28 20-წლიანი ლიცენზიის გაცემა. სალიცენზიო ფართობი ჯამში 400 ათას ჰექტარს შეადგენდა. მთავრობამ აუქციონი გადაიტანა 2008 წლის შემოდგომაზე; გადავადების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არჩევნები დასახელდა. ! დღევანდელი კანონმდებლობით ადგილობრივ მოსახლეობას ლეგალურად მხოლოდ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია. სამასალე მერქნის მოპოვება, ჭიგოს მოჭრაც კი, დანაშაულად ითვლება. ! საქართველოს ტყეების დაახლოებით ნახევარი წიფლარებს უკავია; საექსპორტოდ გატანილი მერქნის დაახლოებით 90% წიფელია; საქართველოში წიფლის ხე მოსაჭრელ ასაკს 120-150 წელიწადში აღწევს. | |