ჰკითხე შენს კანდიდატს! • მისი აზრით, რა გარემოებებმა შეუწყო ხელი სტიქიური მოვლენების გახშირებას/გაძლიერებასა და ეკოლოგიური მიგრანტების წარმოშობას? • რას გააკეთებს კატასტროფული მოვლენების თავიდან ასაცილებლად? • რას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების სტიქიური მოვლენებისგან დასაცავად? • რას გააკეთებს სტიქიური მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დასაცავად? |  | ! საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე სტიქიური პროცესების სხვადასხვა ხარისხის საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი (ქვეყნის დასახლებების 80 პროცენტი), დაახლოებით 400 ათასი ოჯახი. ! ქვეყნის ეკონომიკისადმი ყოველწლიურად მიყენებული ზარალი საშუალოდ 100-150 მლნ. დოლარს შეადგენს, 2004 წელს კი ზარალმა 300 მლნ დოლარს მიაღწია. ! ადამიანის არასწორი საქმიანობით გამოწვეული სტიქიური პროცესების პროვოცირება იმდენად მაღალია, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით წარმოქმნილი პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ! სტიქიური პროცესების ხელშემწყობ ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის გამოყოფენ: სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას, ურბანიზაციულ ზეწოლას, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამთო-მოპოვებით მრეწველობას. | |