ჰკითხე შენს კანდიდატს! • რას გააკეთებს დედაქალაქსა და რეგიონებში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების პრობლემის მოსაგვარებლად? • რას გააკეთებს არსებული არაორგანიზებული (უკანანო) ნაგავსაყრელების პრობლემის გადასაჭრელად? • რას გააკეთებს იმისათვის, რომ ნაგავსაყრელებზე ნაკლები ნარჩენი მოხვდეს? |  | ! ათი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალო სადღეღამისო რაოდენობა 0,6-0,8 კგ-ს შეადგენდა. დღეს ეს რაოდენობა 1,2-1,4 კგ-ს შეადგენს. ! საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 4-6%-ით იზრდება. ! ქვეყანაში არსებული არცერთი ნაგავსაყრელი არ პასუხობს გარემოსდაცვით და სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებს. ! ნაგავსაყრელების უმრავლესობა მდინარეების პირასაა განლაგებული. წვიმისა და წყალდიდობების დროს ნარჩენები მდინარეებში ჩაირეცხება, ამ მდინარეების წყალს კი მოსახლეობა სასმელად და სხვა მიზნებით იყენებს. ! ნაგავსაყრელებზე ხშირად ხდება ნარჩენების თვითაალება, რის გამოც ატმოსფეროში იფრქვევა ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც ქარის საშუალებით ადვილად აღწევს ნაგავსაყრელების ახლოს დასახლებულ მოსახლეობამდე. ! საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოსახლეობის ინფექციური დაავადებების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ლოკალური ეპიდემიების მიზეზი ხდება. | |