ჰკითხე შენს კანდიდატს! • რას გააკეთებს მოპოვებითი მრეწველობის გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად და/ან თავიდან ასაცილებლად? • რას გააკეთებს მოპოვებითი მრეწველობის განვითარებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების საზოგადოების ყველა ფენაზე თანაბრად/სამართლიანად გადასანაწილებლად? • რას გააკეთებს საწარმოებში დასაქმებულთა უფლებების (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ანაზღაურება) დასაცავად? • რას ფიქრობს დღემდე მოპოვებითი მრეწველობის ობიექტების გასხვისების ფაქტების ეფექტურობასა და სამართლიანობაზე? • რას ფიქრობს, რამდენად ეფექტურად ხორციელდება პრივატიზებული საწარმოების მიერ ხელშეკრულებების პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სახელმწიფო კონტროლი? • რას გააკეთებს პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად? • რას გააკეთებს დღემდე დადებული საპრივატიზაციო ხელშეკრულებების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად? |  | ! გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოპოვებითი მრეწველობა საქართველოს მშპ-ს 10%-ს შედგენდა; 2000-2001 წლებში ეს მაჩვენებელი 2%-მდე დაეცა. დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოპოვებითი მრეწველობაში ინვესტიციების მოზიდვას, სახელმწიფო რეგულირების შემცირების გზით. ამასთან, საქართველოს დღემდე არ გააჩნია მინერალური რესურსების მდგრადი მართვის და არც სამრეწველო სექტორის განვითარების სტრატეგია. ! ბოლო წლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზება გაუმჭვირვალედ და ხშირად კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა. ახალი მესაკუთრეების ხელშეკრულებებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის ვალდებულებები, უმეტეს შემთხვევაში, გასაიდუმლოებულია. ! საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები აჩვენებენ, რომ მოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულ ქვეყნებში: მაღალია კორუფცია, მთავრობები ავტორიტარულია, მმართველობა არაექფეტურია, მაღალია სამხედრო ხარჯები, ადგილი აქვს სამოქალაქო ომებს და ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. ! დღეს საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება ლიცენზიის გაცემამდე გარემოსა და მოსახლეობაზე ზემოქმედების წინასწარ შესწავლას. ! მოპოვებითი მრეწველობის მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. ! ჭიათურის მანგანუმის საბადოს ასათვისებლად 2007 წელს გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობების სრულად ათვისების შემთხვევაში, მოსალოდნელია 3 ათასზე მეტი ოჯახის გადასახლება მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილებიდან. ! წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება საქართველოში ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენება იწვევს მიწის ნაყოფიერი ფენის დეგრადაციას, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილების დეგრადაციას. ! სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საქართველოში საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებს შორისაა, რომლებიც სტიქიური პროცესების ფართო მასშტაბით განვითარებას იწვევენ. ! ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზთა შორის, ოქროს მოპოვებას წამყვანი ადგილი უჭირავს. ოქროს მისაღებად ხშირად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ციანიდი, ვინაიდან ეს ყველაზე იაფი საშუალებაა არსებულებს შორის. | |