ჰკითხე შენს კანდიდატს! • მიაჩნია, თუ არა პრიორიტეტულად საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვა და შენარჩუნება? • რას გააკეთებს საქართველოში შემორჩენილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი სახეობების შესანარჩუნებლად? • რას გააკეთებს საქართველოს უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციისთვის? • რა საკანონმდებლო ინიციატივებს შეუწყობს ხელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დასაცავად? • მიაჩნია, თუ არა მნიშვნელოვნად საქართველოს ტერიტორიის დაცვა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით? |  | ! გლობალური მნიშვნელობის გამო, მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს გამოყოფენ; საქართველოს ტერიტორია ორ (კავკასია, ირან-ანატოლია) მათგანში შედის. ! საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 6.7%-ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელი ესტონეთში 16%-ია, ჩეხეთსა და ავსტრიაში – 15%, სლოვაკეთში – 25%, სლოვენიაში – 36%, ევროკავშირის მასშტაბით კი, 20%-ს შეადგენს. ! საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების 30 სახეობა, რომელთაგან 17 შეტანილია საქართველოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების “წითელ ნუსხაში". ძირითად საფრთხეს (ან გადაშენების ძირითად მიზეზს) წარმოადგენს ბრაკონიერობა და საბინადრო გარემოს განადგურება. ! საქართველოში ბრაკონიერობის ფაქტების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გამოვლენა ხდება; მაგალითად, გასული წლის მონაცემებით, უკანონოდ მოპოვებულ იქნა მხოლოდ 70 მწყერი. ! დღეს მსოფლიოში გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უცხო (ინვაზიური) სახეობების ბუნებაში გავრცელება წარმოადგენს. ეს საკითხი საქართველოში, ფაქტიურად, დღემდე არ რეგულირდება სამართლებრივად. ! გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონში დაიწყო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება (სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალის სახით). ამ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში დღესაც არ არსებობს. | |